250 მილიონი სამ ვარსკვლავში - მბაპე და ჰოლანი "ბარსაში"?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ტონი ფრეიშამ კატალონიურ "სპორტთან" იმაზე ისაუბრა, თუ რა ტრანსფერებს განახორციელებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში:

"შემდეგ სეზონში სამ ვარსკვლავს 250 მილიონ ევროდ შევიძენთ, ორ თავდამსხმელსა და ერთ მცველს. "ბარსელონა" ისეთი ძლიერი უნდა იყოს, როგორიც მის გულშემატკივრებს სურთ.

მბაპე და ჰოლანი? იქამდე ნუ ვისაუბრებთ ფეხბურთელებზე, ვიდრე კონტრაქტებს არ გავუფორმებთ, მაგრამ ეს აბსოლუტურად რეალურია".

AS-ის ცნობით, მბაპესა და ჰოლანის გადაბირებას "რეალი" ცდილობს და მათთან ექვსწლიანი ხელშეკრულების გაფორმება საერთო ჯამში 852 მილიონი დაუჯდება.

- მბაპე და ჰოლანი "ბარსაში"?" style="height: 50px; width: 50px;" />შეინარჩუნებს "დორტმუნდი" ერლინ ჰოლანს?

alt მბაპესა და "ლივერპულის" არშემდგარი რომანი - მოლაპარაკებები თვითმფრინავში

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორმე შენს გარეშე მოაგვარებენ მაგას. ფულის სათხოვნელად არ შეგაწუხებენ:)
ჰმ
14:34 23-02-2021
1
ბარსელონას ის ურჩევნია როგორმე გაკოტრებას თავი დააღწიოს...
ლევანი
13:34 23-02-2021
2

სიახლეები პოპულარული