მიემხრო თუ არა მსაჯი "რეალს"? 2 სადავო ეპიზოდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მსაჯმა ტობიას შტილერმა "ატალანტას" ნახევარმცველი რემო ფროილერი მე-17 წუთზე გააძევა, რადგან ჩათვალა, რომ ბერგამოელის მიერ წაქცეული ფერლან მენდი მეკარესთან პირისპირ დაუბრკოლებლივ გადიოდა. თუმცა ბევრმა მიიჩნია, რომ ფროილერი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. ასეა თუ ისე, შტილერის ვერდიქტმა თამაშის შემდგომ მიმდინარეობასა და შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

საერთოდ, სადავო სიტუაციებში მსაჯები გადაწყვეტილებებს გრანდების სასარგებლოდ იღებენ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში "რეალისა" და "ბარსელონას" მეტოქე გუნდების ფეხბურთელები ყველაზე მეტჯერ - 15-ჯერ გააძევეს.

აღნიშნულ მომენტზე As-თან კომენტარი ყოფილმა არბიტრმა ედუარდო
იტურალდე გონსალესმა გააკეთა:

"ისეთი დარღვევა იყო, ყვითელი ბარათის მიცემაც შეიძლებოდა და წითელისაც.

მენდი გადიოდა და მსაჯმა წითელი ბარათით დასაჯა. მენდი განზე გადიოდა და წაიქცა.

ჩვენ ამ ეპიზოდს ტელევიზორში ვუყურებთ. ჩვენ ხედვის ერთი წერტილი გვაქვს, რეფერის კი მოედანზე - მეორე. ასეთ ვითარებაში VAR-ს არ შეუძლია ჩაერიოს. მოედანზე არბიტრს მოეჩვენა, რომ ეს წითელი ბარათი იყო".

მეორე ეპიზოდი კი მურიელისა და ლუკას ვასკესის ორთაბრძოლას ეხებოდა. კოლუმბიელი ესპანელთან შეჯახებისას საჯარიმოში წაიქცა. ბევრის აზრით, ამ ეპიზოდში თამაშის წესებს ფორვარდი არღვევდა, ბევრს კი დამნაშავედ ვასკესი მიაჩნია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბაზარი არაა, გასაგდები იყო. ეს ფეხბურთია, თუ ჭიდაობა, თანაც სამბო, თუ ძიუდო?
ეგრე უნდა გაყარო ყველა, ვინც ფეხბურთთან ერთად ჭიდაობს კიდეც...
კ ო მ ბ ლ ე
25 თებერვალი 2021 23:42
8
ეს არის შეთქმულება მესის წინააღმდეგ
Nicholas
25 თებერვალი 2021 21:51
7
ოდითგანვე ესე იყო, მსაჯები ყოველთვის ბობოლების სასრგებლოდ იხრებიან, ბარსა იქნება ეს რეალი თუ ბაიერნი, მაგრამ ბარსას ფანებისგან მსაჯობაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა უხერხულია
მეგრელი
25 თებერვალი 2021 21:40
6
სამარცხვინო მსაჯობა იყო. ძირავენ პატარა კლუბს რომ საინტერესო იყოს ლიგა და ბობოლებს არ აწყენინონ. ეშინიათ სულ არ გაუფერულდეს ლიგა თანაც ხალხის გარეშე
ზეზვა
25 თებერვალი 2021 19:50
5
რა სუფთად დააგდო აზრზე არ ვარ ამ მსაჯების შავი ბარათი რატომ არ მისცეს
მერაბი
25 თებერვალი 2021 18:15
3
ბარსას ფანებო ცოტა ნამუსი იქონიეთ და ჩ.ლ-ზე 8-2,4-0 და3-0 გაბითურების შემდეგ ზედიზედ სამგზის ჩ.ლ-ის მომგებ გუნდზე ცოტა მოწიწებით ილაპარაკოთ.მითუმეტეს იქ ისეთი ლომი თამაშობდა რომელსაც სასწაული რეკოდები აქვს დამყარებული.გვარს არ ვასახელებ.
გაჩუმდით მაინც
25 თებერვალი 2021 18:08
18
შენ ვიღაცა ხარ, შენ ილაპარაკე ცოტა "მოწიწებით" ბარსას ქომაგებზე. მთელი ისტორიები, რომ ჩამოყევი, ვის რაში აინტერესებს შენი ფარჩაკი მსაჯების საყვარელი რეალი? ეგ შენი "მოხეტიალე ლომიც" , რეალიც და შენც ერთად... რამდენჯერ გაგაბითურად, ბარსამ ელ კლასიკოზე დიდი ანგარიშებით? შეგვახსენე ერთი რა? ხოდა გაჩუმდი მაინც.
გაჩუმდი მაინცს-ს
25 თებერვალი 2021 21:56
0
რეალს მსაჯი მიემხრო,ახალი ამბავია რაა.2010 წლის მერე მსაჯი რეალის მეთორმეტე მოთამაშეა,ლიგაზეც და ლალიგაშიც.არაფერი გამკვირვებია.რეალს მსაჯები ყოველთვის ეხმარებიან.ასევეა იუვენტუსიც,თუმცა იუვეს ევროპაში არ ემხრობიან,მხოლოდ იტალიაზე ვრცელდება მათი გავლენა,რეალი კი ყველგან განებივრებული ყავთ მსაჯებს,ამ გუნდს ერთი თავით უნდა სჯობდე რომ მოუგო,თორემ თანაბარი დონის თამაშში მსაჯები არ მოგაგებინებენ,ვარ-ის პირობებშიც კი.
master
25 თებერვალი 2021 17:57
9
არა ახლა მაინც როგორ იღებთ ხმას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ "ვარი" არსებობს, რაღაც საეჭვო რომ ყოფილიყო ხომ გადაამოწმებდნენ, კარგით რა მართლა, ეს სულელური სტატიები რა საჭიროა :(
ზვიადი
25 თებერვალი 2021 17:22
8
რეალის მიმართ მსაჯების მიდგომა წლებია არავის უკვირს
კახი კახა
25 თებერვალი 2021 16:32
11
ბარსას თავი დაანებე, რეალს მიხედე, ყველგან თავისი მსაჯებით რომ თამაშობს
მენტალისტი
25 თებერვალი 2021 15:42
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული