მესის გოლი და საგოლე გადაცემა - "ბარსელონამ" პრიმერაზე უკანასკნელი 10 მატჩიდან 9 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "სევილია".

"ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ გოლი გაიტანა და დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

მესიმ მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ჩემპიონატის ზედიზედ მე-8 მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ბარსამ" პრიმერაზე ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 53 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი თამაში იყო ბარსას მრიდან. ასე ბოლომდე!
ბარსა მესი
15:01 28-02-2021
0
როცა ბარსა იგებს, დაკვირვებული ვარ, ჩასაფრებულთა ერთი ჯგრო საერთოდ არ შემოდის საიტზე და თუ პირიქითაა, აბა მაშინ შემოსრიალდებიან და იწყება და რა იწყება, ლანძღვა-გინება და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით ენას იფხანენ (შეიძლება სხვა რამესაც...) ბარსა წინ, წარმატებები!
barsa
12:42 28-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული