ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "სევილია".
"ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ გოლი გაიტანა და დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
მესიმ მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ჩემპიონატის ზედიზედ მე-8 მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ბარსამ" პრიმერაზე ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 53 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "ოსასუნას" დაუპირისპირდება.