სუარესი გაფრთხილებას გადაურჩა... ურუგვაელი მადრიდულ დერბიში ითამაშებს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ლიდერი ლუის სუარესი მადრიდულ დერბიში, რომელიც მომდევნო კვირას "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს. 

გუშინ შემტევმა თავისი მე-5 ბარათი არ მიიღო, რაც მას მნიშვნელოვან შეხვედრას გამოატოვებინებდა. ამაში გარკვეული როლი დიეგო სიმეონემაც ითამაშა, რომელმაც ლუისი მატჩის 76-ე წუთზე შეცვალა. 

შეგახსენებთ, კოვიდ 19-ის გამო სუარესმა მიუნხენის "ბაიერნთან" და "ბარსელონასთან" შეხვედრები გამოტოვა. 

გუშინ "ატლეტიკომ" "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა და ლა ლიგაში პირველი ადგილი კვლავ გაიმყარა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altლუის სუარესი: კუმანს ნამდვილად არ ვენატრები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული