"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს, - იტყობინება Ok Diario.
გამოცემის მტკიცებით, კატალონიური კლუბი გრიზმანის 60 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს. თუმცა მის ამ ფასად შეძენას არც ერთი კლუბი არ აპირებს.
შეგახსენებთ, გრიზმანი "ბარსამ" 2019 წლის ზაფხულში 120 მილიონად შეიძინა, ამ სეზონში კი 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.