გუშინ ესპანეთის კოპა დელ რეის ნახევარფინალური შეხვედრის განმეორებითი მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართა. პირველი შეხვედრის შემდეგ ანდალუსიელებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კატალონიელებმა მორიგი საოცრება ჩაიდინეს და დიდებული გამარჯვება მოიპოვეს.
"ბლაუგრანამ" მატჩის დებიუტშივე, მე-12 წუთზე უსმან დემბელეს გოლით ორშეხვედრიან დუელში სხვაობა შეამცირა.
მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მატჩის 73-ე წუთზე "ბარსელონას" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ლუკას ოკამპოსმა გათანაბრება ვერ მოახერხა. შეხვედრის 90+4 წუთზე, ანტუან გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ ჟერარდ პიკემ თავით უზადოდ დააარტყა და ორმატჩიან დუელში სხვაობა აღმოფხვრა.
დამატებითი დროის დებიუტშივე, 95-ე წუთზე კატალონიელების თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვეიტმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოოდ, ამ გოლით საკუთარ კლუბს გამარჯვებაც მოუტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ "სევილიას" ორმა ფეხბურთელმა, ფერნანდომ და ლუკ დე იონგმა, წითელი ბარათები მიიღო.
"ბარსელონა"-"სევილია" - 3:0
1:0 უსმან დემბელე (12), 2:0 ჟერარდ პიკე (90+4), 3:0 მარტინ ბრაიტვეიტი (95).