
"სევილიასა" და "ბარსელონას" პირველი შეხვედრის შემდეგ ანდალუსიელების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა სუსომ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე მტირალა ემოციები კატალონიელების ახალგაზრდა შემტევის, პედრის მიერ პენალტის მოთხოვნის გამო დაწერა.
მეორე შეხვედრაში პედრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, საბოლოოდ კი "ბლაუგრანამ" ორმატჩიან დუელში 3:2 იმარჯვა და კოპა დელ რეის ფინალის საგზურიც მოიპოვა.
სუსოს "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა უპასუხა. "ღამე მშვიდობისა" - გამოაქვეყნა პუიოლმა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით