"მისი წასვლის შემდეგ გუნდში განსხვავებული როლი მივიღე..." - ბენზემა რონალდოზე საუბრობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფრანგ თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას, "სამეფო კლუბის" მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ქარიმი დიდი ხანია "ლოს ბლანკოსისთვის" და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ.

"ის ჩემთვის, როგორც დიდი ძმა, ისეთია. მოედნის გარეთ ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს, რაც ძალიან მეხმარება".

ფრანგმა ასევე კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა, რომელიც "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა.

"რონალდოს გვერდით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა მისი წასვლის შემდეგ გუნდში განსხვავებული როლი მივიღე. ის სეზონში 50 გოლს იტანდა, რის გამოც მისი თამაშის სტილით უნდა გვეთამაშა. მოხარული ვარ, რომ მის გვერდით
წლების განმავლობაში ვთამაშობდი. მისი წასვლის შემდეგ მოედანზე ჩემი როლი გაიზარდა.

ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ ჩემზე არაფერი მოქმედებს. მეც მაქვს გრძნობები, სისუსტეები, რომლებსაც არასდროს ვავლენ. მიუხედავად იმისა, რეალურად მიჭირს თუ მილხინს, ამ ყველაფერს ჩემთვის ვიტოვებ".

ქარიმმა ასევე მისთვის გამორჩეულ, იდეალურ ფეხბურთელებზე მცირედი კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის კერპი ფეხბურთელი არ არსებობს, მე არავის ვაღმერთებ, თუმცა ვბაძავ. მაგალითად, ბრაზილიელი რონალდო ჩემთვის კერპი არ ყოფილა, თუმცა ვცდილობ, მას მივბაძო" - განაცხადა ბენზემამ Icon magazine-თან ინტერვიუში.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
რომ არა მფრინავი რომელსაც ყოველ გათამაშებაზე 15-17 ბურთი გაქონდა ბენზემა 4 გზის ჩ.ლ-ის გამარჯვებული ვერ იქნებოდა და საერთოდ იქმებოდა რო.
დეხბურთის საოცრება
18:31 05-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული