ბენზემა დაბრუნდა და "რეალი" "ატლეტიკოსთან" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 26-ე ტურში "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი 1:1 დასრულდა.

"ატლეტიკო" მე-15 წუთზე ლუის სუარესმა დააწინაურა, ხოლო საპასუხო გოლი ტრავმამორჩენილმა ქარიმ ბენზემამ 88-ე წუთზე გაიტანა.

სუარესმა ჩემპიონატზე მე-17 გოლი გაიტანა, იმაზე მეტი ვიდრე მთელ გასულ სეზონში და ბომბარდირ ლეო მესის (ბარსელონა) 2 გოლით ჩამორჩება.

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ მიმდინარე სეზონში მე-8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით იაგო ასპასთან (სელტა) ერთად ლიდერია. აღსანიშნავია, რომ "რეალში" ჩატარებულ 39 მატჩში მას არც ერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია.

"ატლეტიკომ" ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ
1 მოიგო, ხოლო "რეალი" "ატლეტიკოსთან" უკანასკნელ 7 მატჩში არ დამარცხებულა.

"ატლეტიკო" 59 ქულით ლიდერია (1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე ადგილზე 56 ქულით "ბარსელონაა", ხოლო 54 ქულით მესამეზე - "რეალი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუნდესლიგაზე პროტესტი აქვს სპორტალს????
ერთ სიტყვასაც არ იმსახურებს?
ტიმო
15:23 09-03-2021
0
იდეალური შედეგია ბარსასთვის
BARCA
09:38 08-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული