კატალონიის "ბარსელონას" ლა ლიგაში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რითაც მადრიდის "რეალთან" და "ატლეტიკოსთან" ერთად საჩემპიონო რბოლაში აქტიურადაა ჩართული.
გუშინ, 7 მარტს, მადრიდული დერბი 1:1 დასრულდა და ორივე კლუბმა ქულები დაკარგა, რითაც "ბლაუგრანამ" ისარგებლა და ლიდერ "ატლეტიკოსთან" სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.
fivethirtyeight.com-ის თანახმად, ესპანეთის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად სწორედ კატალონიური კლუბი მიიჩნევა. მათი აზრით, "ლურჯ-იისფერები" 43%-ით ჩემპიონები გახდებიან. "ატლეტიკოს" - 40%, ხოლო მადრიდის "რეალს" მხოლოდ და მხოლოდ 17% აქვს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებში რეალს ბევრად უკეთესი კალენდარი ატლეტიკოზე და ბარსაზე და თუ უაზრო ქულები არ დაკარგეს, ჩემპიონი რეალია