დღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა

AutoSharing Option
2005 წელს მადრიდის "რეალმა" "სანტოსიდან" რობინიო 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ დიდ ტალანტად ითვლებოდა და ნათელი გახლდათ, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და რობინიომ მადრიდელთა შემადგენლობაში 137 შეხვედრაში მხოლოდ 35 გოლი გაიტანა და "ლოს ბლანკოსის" დატოვება მოუწია. "რეალიდან" წასვლის შემდეგ ბრაზილიელი კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ლაპორტამ ახალგაზრდა ლიონელ მესის ნდობა გამოუცხადა და რობინიოს დამატებაზე უარი სწორედ არგენტინელის გამო თქვა.

"რობინიოს "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ ჩვენ
მესი გვყავს და კლუბის ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ჩვენ ბრაზილიელით არასდროს დავინტერესებულვართ. ამჟამად მესი 18 წლისაა და ბურთის კონტროლი შესანიშნავად გამოსდის. მას დიეგო მარადონას სტილი აქვს. მჯერა, ის მსოფლიოს ვარსკვლავი გახდება" - განაცხადა პრეზიდენტმა El Mundo-სთან ინტერვიუში.

16 წლის შემდეგ ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი ხელმეორედ გახდა, მისი პრიორიტეტი კი მესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება და ლეგენდის კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩენა იქნება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული