
"ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე პირველ ტაიმში მსაჯმა "სამეფო კლუბს" პენალტი არ დაუნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" მცველს, ფელიპეს ბურთი ხელზე მოხვდა.
წარმოგიდგენთ 10 მსგავს შემთხვევას, როდესაც ალეხანდრო ერნანდესმა "თეთრების" სასიკეთო გადაწყვეტილება სადავო მომენტში არ მიიღო.
1. ვარანის წაქცევისთვის არდადებული პენალტი (2019/20 წლები)
გასული წლის "ელ-კლასიკოში" კატალონიური კლუბის საჯარიმოში "რეალის" ფრანგ მცველზე, რაფაელ ვარანზე წესები ორჯერ დაირღვა, თუმცა
მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არცერთხელ არ დანიშნა.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6dfcd48db864c9cd8294220200151565.png)
2. ლენგლეს უხეშობა ვარანის წინააღმდეგ (2019/20)
იმავე კლასიკოში "ბარსელონას" მცველმა კლემან ლენგლემ რაფაელ ვარანის წინააღმდეგ აშკარად წესები დაარღვია, თუმცა კვლავაც ამაოდ.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/26b61dfdb4c7316ad410dfe740030dfd.png)
3. ჟოზე კამპანას ხელით თამაში საკუთარ საჯარიმოში (2019/20)
"ლევანტეს" ფეხბურთელს, ჟოზე კამპანას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, საბოლოოდ კი მადრიდის "რეალმა" ეს შეხვედრა წააგო.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/eb6623c63dbf2be27250b06799aeedae.png)
4. წესების დარღვევით გატანილი გოლი (2017/18)
მორიგ კლასიკოში ლუის სუარესმა რაფაელ ვარანს ბურთი წესების დარღვევით მოჰპარა, რის შემდეგაც კატალონიურმა კლუბმა გოლი გაიტანა. მატჩის შემდგომ კი ურუგვაელმა თვითონვე აღიარა, რომ უხეშობას ადგილი ჰქონდა.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/56080f28a48c9039b021ca13f47e2c32.png)
5. ხორდი ალბა და მარსელო (2017/18)
იმავე კლასიკოში კატალონიური კლუბის მცველმა ხორდი ალბამ მარსელოს წინააღმდეგ წესები დაარღვია, თუმცა მსაჯის სასტვენი ამჯერადაც დუმდა.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f2a2fbb3097798713bab5564baf7b0c9.png)
6. მცირედი შელაპარაკების შემდეგ ალბამ მოდრიჩს ყელში წაუჭირა (2017/18)
იმავე კლასიკოში მსაჯმა ალბა მოედნიდან ყელში წაჭერისთვის არ გააძევა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ამას აპროტესტებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ მსაჯმა ეს ყველაფერი დაინახა.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/82bb019192a95f6e0414992c56a4327b.png)
7. რონალდოს წაქცევისთვის არდადებული პენალტი (2016/17)
2016/17 წლებში ვარი არ არსებობდა. ამიტომ კრიშტიანო რონალდოს წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მცველმა წესები აშკარად დაარღვია.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/95c8f5b89787dc17023b8b9e705b78a2.png)
8. სერხიო რამოსის წითელი ბარათი (2016/17)
იმავე თამაშში "თეთრების" კაპიტანი სერხიო რამოსი მოედნიდან მესის წაქცევისთვის გააძევეს, თუმცა ფეხბურთელი თამაშის შემდეგაც აცხადებდა, რომ მისი წითელი ბარათი მსაჯის შეცდომა გახლდათ.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/8f47bd83be2b41e0bd4adf3e05408ffb.png)
9. ბეილის არჩათვლილი გოლი (2015/16)
მთავარი მწვრთნელის როლში ზინედინ ზიდანის პირველ კლასიკოში გარეთ ბეილმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ალბაზე ჯარიმა დააფიქსირა.
![ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e643eea71e0954e6579969c23093330b.png)
10. ფელიპეს ხელით თამაში (2020/21)
ეს უკანასკელი კი კვირას გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, როდესაც "ატლეტიკოს" მცველს, ფელიპეს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით