ცნობილი გახდა, რომელი ფეხბურთელების გადაბირება მიაჩნია პრიორიტეტულად "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
პოტენციური ახალწვეულების სია ორ მოთამაშემდე შემცირდა - სერხიო აგუერო და ერიკ გარსია. "მანჩესტერ სიტის" ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
დანარჩენი ტრანსფერები კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, - წერს "მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი.
დანარჩენი ტრანსფერები კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, - წერს "მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უკვე დაუკავშირდა აგუეროს აგენტებს და არგენტინელი მზადაა კატალონიურ გუნდში გადავიდეს. ამისათვის ის ხელფასის შემცირებაზეც კი დათანხმდება.