ლაპორტას "ბარსელონას" სავარაუდო თერთმეტეული... დიდებულია! [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონასთვის" 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ კატალონიურმა კლუბმა ფრანგულ პსჟ-სთან ორმატჩიანი დუელი 2:5 დათმო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ნაადრევად დატოვა, თუმცა მომდევნო სეზონში შეჯიბრებაში დიდებულად დაბრუნების გეგმა შემუშავებულია.

როდესაც უყურებ ლაპორტას სავარაუდო თერთმეტეულს, რომლებიც შესაძლოა მომდევნო წლიდან კატალონიურ გრანდში ერთად ვიხილოთ, ალბათ, რთული მისახვედრი არაა, რომ ეს გუნდი ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ლაპორტა რამდენიმე კვირის წინ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ხელმეორედ გახდა და მისი მიზანი გუნდის განახლება გახლავთ, ზუსტად ისე, როგორც ეს 2003 წელს გააკეთა. ესპანელის მთავარი
მიზანი კი "ბარსელონაში" კლუბის ლეგენდის, ლიონელ მესის გუნდში დარჩენა იქნება.

მეკარე

Sportall.Ge

კლუბთან არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, "ბლაუგრანას" ამჟამინდელი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი "კამპ ნოუზე" 2025 წლამდე დარჩება.

მცველები

Sportall.Ge

მარჯვენა ფლანგს 2020 წელს ნაყიდი სერჟინიო დესტი ჩაიბარებს, რომელიც დროდადრო ვითარდება. ცენტრის ბურჯი კვლავაც ჟერარდ პიკე იქნება, რომელსაც რონალდ არაუხო შეუწყვილდება. 

ერიკ გარსია მზადაა "ბარსელონაში" დასაბრუნებლად, რომელიც კლემან ლენგლეს, სამუელ უმტიტისა და ოსკარ მინგეზას ჩაანაცვლებს. შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა მცველმა როტაციაში ზემოხსენებული მცველებიც ჩაანაცვლოს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, პირველი არჩევანი კვლავაც ხორდი ალბა იქნება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს.

ნახევარდაცვა

Sportall.Ge

კატალონიელთა რიგებში ფრენკი დე იონგსა და პედრის გარანტირებული ადგილი უჭირავთ. ასევე დიდია შანსი, კლუბს კიდევ ერთი ჰოლანდიელი, ჟორჟინიო ვეინალდუმი შეუერთდეს, რომელსაც "ლივერპულთან" კონტრაქტი ამ წლის ივნისამდე აკავშირებს.

ვეინალდუმის დამატებით ნახევარდაცვაში ადგილისთვის კონკურენცია გაიზრდება. მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა და სათამაშო კლასისა, სერხიო ბუსკეტსს ძირითადში ადგილი გარანტირებული ნამდვილი არ აქვს.

ფრთებიდან უსმან დემბელე და ანსუ ფატი შეუტევენ. დემბელეს ბოლო ორი თვის განმავლობაში როლი ნამდვილად გაეზარდა. რაც შეეხება ფატის, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა იციან, თუ რამდენად ძვირფასია ესპანელი მათი გუნდისთვის, მიუხედავად მისი ტრავმიანობისა.

თავდასხმა

Sportall.Ge

კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ლაპორტას მესის დარჩენა სამუდამოდ სურს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ არგენტინელი "კამპ ნოუზე" კიდევ რამდენიმე სეზონის ჩატარებაში დაარწმუნოს.

ლაპორტამ ამისთვის ლეოს უახლოეს მეგობარ სერხიო კუნ აგუეროს მიმართ ინტერესი გამოხატა. TyC-ის მიხედვით, აგუერომ "ბარსელონასგან" ფორმალური შეთავაზება უკვე მიიღო.

დიდი შანსია, "ლიონის" კაპიტან მემფის დეპაის ტრანსფერი 2021 წლის ზაფხულში შედგეს. ვარსკვლავი ფრანგულ კლუბში კარგად ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელს "ლიონთან" კონტრაქტი ამ წლის ზაფხულში უმთავრდება.

სათადარიგო მოთამაშეები

Sportall.Ge

ნეტო, ანტუან გრიზმანი, სერხიო ბუსკეტსი, ტრინკაო, რიკი პუჩი, მირალემ პიანიჩი, მარტინ ბრაიტვეიტი, სამუელ უმტიტი, ხუნიორ ფირპო, ფილიპე კოუტინიო, მინგეზა და სერხი რობერტო - ეს გახლავთ ის ფეხბურთელები, რომლებიც სავარაუდოდ, დარჩებიან.

თუმცა ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა რამდენიმე სპორტსმენმა კატალონიური კლუბი დატოვოს.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არის დიდებული შემადგენლობა? რა თქმა უნდა არა
ზურა
19:09 12-03-2021
5
ჰაალანდის გარეშე არაფერი არ გამოვა და დაანებონ თავი ამ საფრანგეთის ჭ ფეხბურთელებს.
dsag
20:37 12-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული