ლა ლიგას 27-ე ტურში "რეალმა" მადრიდში "ელჩე" 2:1 დაამარცხა, 2016 წლის შემდეგად პირველად შეძლო პრიმერაზე გამარჯვების კომპენსირებულ დროში მოპოვება და ამას გარდა, ყველა ტურნირზე უკანასკნელ 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 6 მოგება და 2 ფრე.
61-ე წუთზე სტუმრები მცველმა დანი კალვომ დააწინაურა, 73-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა, 90+1-ე წუთზე კი მანვე გამარჯვების გოლი გაიტანა. ბენზემამ ზედიზედ მეოთხე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"რეალი" ამ მომენტისთვის 57 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება (სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული)
და 20 მარტს ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება.
17 მარტს "სამეფო გუნდი" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში "ატალანტას" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ბერგამოში "ბლანკოსმა" 1:0 იმარჯვა.