“მინდა მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, მათ შესანიშნავად ითამაშეს. გუნდის ორი ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი, ფენომენალურ თამაშს აჩვენებენ. კაზემიროს გოლების გატანა შეუძლია, რაც საბოლოოდ ჩვენი თამაშის სტილს ცვლის.
თუ მე ლუკას შესახებ მკითხავთ, მაშინ გეტყვით, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია. ლუკა 35 წლისაა, მაგრამ ამას მოედანზე წამითაც ვერ შეამჩნევთ” - განაცხადა ზიდანმა.
ფრანგმა ასევე “სამეფო კლუბის” ბრაზილიელ შემტევზე,
“მე მისით ბედნიერი ვარ, თერთმეტმეტრიანი მისი წყალობით მოვიპოვეთ. მე კარგად ვიცი, რომ მას ნებისმიერი მცველისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ის გუშინდელ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ”.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]
ეტყობა.