"მაპატიე, ლეო... მე ყველაფერს გავაკეთებ..." - ლაპორტამ მესის მიმართა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ლაპორტამ ოთხშაბათს საღამოს, მისი წარდგენის საღამოს, ამჟამინდელი პრობლემის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

არგენტინელი ლეგენდა ამ ცერემონიას ესწრებოდა. გარდა ლეოსი, აქ "ბლაუგრანას" სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ, თუმცა ლაპორტამ უშუალოდ მესის მიმართულებით ისაუბრა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მესი გუნდში დარჩეს" - განაცხადა საუბრისას ლაპორტამ, რასაც მსმენელთა აპლოდისმენტები მოჰყვა.

"მაპატიე, ლეო... მე ყველაფერს გავაკეთებ და შენ ეს კარგად იცი. ჩვენ ყველანაირ გზას ვცდით, რათა დავარწმუნოთ ის დარჩენაში, იმიტომ, რომ ის მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

მაპატიე, მაგრამ მე შენ მიყვარხარ, შენ "ბარსელონას"
უყვარხარ. თუ სტადიონი სავსე იქნება, შენ წასვლა აღარ გენდომება". 

მომზადებულია GSP-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტას ვეთანხმებით. ლეო მესი ყველას გვიყვარს, ვისაც ლამაზი ფეხბურთი მოსწონს და უყვარს.
ბარსა მესი
18:20 18-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული