“ლოს ბლანკოსმა” უპირატესობა მე-20 წუთზე მოიპოვა, როდესაც ტონი კროოსის გადაცემის შემდეგ კარიმ ბენზემამ გაიტანა, იმავე ფეხბურთელების მეშვეობით “სამეფო კლუბმა” ორ ბურთიანი სხვაობა 30-ე წუთზე დააფიქსირა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “სელტას” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სანტი მინამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, თითქოს მატჩი ლოგიკურ 2:1-ისკენ მიდიოდა, მაგრამ 90+4 წუთზე ბენზემას გადაცემით მარკო ასენსიომ ისარგებლა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ამრიგად, “რეალს” 28 ტურის შემდეგ 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, “სელტა” 34 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
“ლოს ბლანკოსი” მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, “ეიბარის” წინააღმდეგ გამართავს, “სელტა ვიგო” 4 აპრილს “დეპორტივოს” დაუპირისპირდება.
მადრიდში სიტუაცია კარგად გაანალიზეს,პერესს ორივეს დამატება სურს,თუმცა კრიზისის გამო არ გამოსდის