სეზონის სტარტზე წარუმატებლობის გამო "ბარსელონა" და მისი კაპიტანი ლეო მესი ბევრმა ჩამოწერილად მიიჩნია, თუმცა, ნურას უკაცრავად. კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელი 18 მატჩიდან 15 მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. მესიმ "ბარსაში" 768-ე მატჩი ჩაატარა, ხავის გაასწრო, კლუბის რეკორდსმენი გახდა და 23 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.
ამას გარდა, არგენტინელმა ერთ გუნდში გატანილი პელეს რეკორდი გაიმეორა - 467 გოლი. ეს ინფორმაცია "ბარსელონამ" გაავრცელა, თუმცა შემდეგ ლიონელი რეკორდსმენად გამოაცხადა, ვინაიდან პელეს მიერ სან-პაულუს შტატში გატანილი გოლები მხედველობაში არ მიიღო. სულ კი მესიმ "ბარსაში" 700 გოლი გაიტანა.
საუკეთესო ლიგებში ბომბარდირები არიან: ჯიმი გრივზი (ინგლისი, 357), გერდ მიულერი (გერმანია, 365), სილვიო პიოლა (იტალია, 274) და დელიო ონისი (საფრანგეთი, 299).
და კიდევ: ლეომ პენალტების გარეშე გატანილი გოლებით რონალდოს (იუვენტუსი) გაასწრო. მის ანგარიშზე თამაშში გატანილი 637 გოლია.