დომენეკი: გრიზმანს ვეღარ ვცნობ - დემბელე ვერ აზროვნებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა "ბარსელონას" თავდამსხმელები ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელე გააკრიტიკა.

"ვუყურებ გრიზმანს და ვეღარ ვცნობ. უბრალოდ ვეღარ ვცნობ. ძველ დონეზე ვერც "ბარსელონაში" და ვერც საფრანგეთის ნაკრებში ვერ თამაშობს. რაც "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა, რაღაც დაემართა. ისეთი მებრძოლი აღარაა, როგორიც "ატლეტიკოში" იყო.

რაც შეეხება დემბელეს, ვარსკვლავივით ვერ აზროვნებს. პრობლემა ისაა, რომ მესისა და რონალდოს მსგავსი ხასიათი არ აქვს, რომელთაც გოლების გატანა და გამარჯვება უნდათ. თუმცა, მე რომ "ბარსელონას" ბოსების ადგილზე ვიყო, არ გავყიდდი, ვინაიდან ჯერ კიდევ შეუძლია კარგი
ფეხბურთელი გახდეს. ამისათვის ყველა თვისება აქვს: სწრაფია, ორივე ფეხით თამაშობს და ბევრი რამ შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენღა აკლიხარ კრიტიკოსად ბარსას რა? მიდი რა აუცვი.
????
21:43 31-03-2021
5

სიახლეები პოპულარული