ბენზემა მარტში ლა ლიგაში საუკეთესოა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მარტში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

33 წლის ბენზემამ მარტში 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა - "ატლეტიკოსთან" (1), "ელჩესთან" (2) და "სელტასთან" (2).

ამ სეზონში მის ანგარიშზე პრიმერას 24 მატჩში 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა - მას ლეო მესი (ბარსელონა, 23) და ლუის სუარესი (ატლეტიკო, 19) უსწრებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული