გუშინ, 4 აპრილს, ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში, "კადიზმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 29-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელი კალა და "ვალენსიას" მცველი დიახაბი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როგორც გაირკვა, კამათის მიზეზი "კადიზის" მცველის მიერ რასისტული გამონათქვამები გახლდათ, რის გამოც "ღამურებმა" საკუთარ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა და მოედანი დროებით დატოვა.