"ატლეტიკოს" ყოფილმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ყოფილმა კაპიტანმა გაბიმ ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული კლუბი ოფიციალური საიტით ავრცელებს.

"ჩვენმა ლეგენდამ კარიერა დაასრულა", - წერს საიტი.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწერა, რომ 37 წლის გაბი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებდა, თუმცა ეს ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა.

გაბის დებიუტი "ატლეტიკოში" 2011 წელს შედგა, 2018 წლიდან კი ის ყატარის "ალ სადში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული