გრიზმანს მესამე შვილიც 8 აპრილს შეეძინა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მესამედ გახდა მამა. დღეს ანტუანს და მის მეუღლეს, ერიკა ჩოპრას, ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ალბა დაარქვეს.

საინტერესოა, რომ გრიზმანის ყველა შვილი 8 აპრილს დაიბადა: უფროსი ქალიშვილი მია - 2016 წლის 8 აპრილს, ხოლო ვაჟიშვილი ამარო - 2019 წლის 8 აპრილს.

ქალიშვილის დაბადების გამო ფეხბურთელმა დღეს ვარჯიში გამოტოვა და "ბარსას" ხვალ დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კრიჟანი ყოფილა. სამვეს ერთად უხდის დაბადების დღეს.
emigranti
02:03 09-04-2021
0
თქვენ მართლა გგონიათ რო შემთხვევით დაემთვა რო 3ივე ერთ დღეს არიან? ვაი საცოდავი საქართველო :((
ვაი თქვენს პატრონს))
00:27 09-04-2021
4

სიახლეები პოპულარული