"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა ტრავმა მიიღო.
As-ის ცნობით, ფელიქსმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და 10 დღე გაუცდება. მადრიდული კლუბი იმედოვნებს, რომ პორტუგალიელი 22 აპრილს "უესკასთან" სათამაშოდ იქნება მზად.
ფელიქსს ტრავმის გამო 30 მარტიდან 11 აპრილამდე არ უთამაშია, "ბეტისთან" მატჩში 48 წუთი დაჰყო მოედანზე, შემდეგ ისევ დაშავდა და შეცვალეს.
მან ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, ასევე ტრავმირებულია "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელსაც კიდევ ორი კვირა მოუწევს უქმობა.