"ბარსელონას" ოლმოს დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ლაიპციგის" ნახევარმცველ დანი ოლმოს მიმართ ინტერესი არ დაკარგა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება ოლმოს თამაშს და სისტემატური კავშირი აქვს მის გარემოცვასთან.

"ბარსა" აქტიურად მუშაობს თავისი კლუბის აღზრდილების დაბრუნებაზე და ერთ-ერთი მათგანი ოლმოა.

მიმდინარე სეზონში დანიმ "ლაიპციგში" 40 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 38 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გავიგე,თუ ვიღაც დანი ოლმო 40-ც მილიონამდე ღირს,მაშინ კვარა 50 მილიონი რატომ არ ღირს მინიმუმ.
ხოოოო!
09:25 16-04-2021
9

სიახლეები პოპულარული