"მარკას" ცნობით, "რეალი" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს.
"რეალის" ხელმძღვანელობა ბენზემას თამაშით კმაყოფილია, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ხელშეკრელებას სეზონის დასრულებამდე გაუგრძელებს.
33 წლის ბენზემამ ამ სეზონში ლა ლიგის 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" 35 წლის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტს 2022 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელებს.