აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ზაფხულში, როდესაც კონტრაქტი დაუსრულდება, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, - იტყობინება Beteve.

არგენტინელს "იუვენტუსი" და "ლიდსი" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ არჩევანი "ბარსას" სასარგებლოდ გააკეთა.

"ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი სერხიოს ტრანსფერით დაინტერესებული არ არის, ვინაიდან სურს გუნდში უფრო ახალგაზრდა შემტევი მიიწვიოს, მაგალითად, ერლინ ჰოლანი ან ლაუტარო მარტინესი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული