"ბლაუგრანამ" უკვე აღნიშნა, რომ შესაძლოა ნეიმარი "კამპ ნოუზე" სათამაშოდ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს. თუმცა გასულ ზაფხულს, ესპანელთა ხელმძღვანელობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გუნდიდან ლუის სუარესი გაუშვა. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ, რომ გუნდში ნამდვილი 9 ნომერი მოიყვანონ.
ერლინ ჰოლანი
კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ლაპორტას მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" ახალგაზრდა ვარსკვლავი ერლინ ჰოლანი გახლავთ, გერმანელები კი ნორვეგიელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც ფინანსური
კრიზისის გამო რეალურად ნამდვილად არ მოჩანს.
"ბარსელონასთან" ერთად ჰოლანის გადაბირება მადრიდის "რეალს", "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პარი სენ ჟერმენს" სურთ, ამხელა კონკურენციაში კი ვუნდერკინდის გადაბირება გაჭირდება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, "ბლაუგრანას" პირველი სამიზნე სწორედ ჰოლანია.
ლაუტარო მარტინესი
ახალგაზრდა არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატებას ესპანელები გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, თუმცა "ნერაძურიმ" მათი ვარსკვლავის გაყიდვაზე უარი განაცხადა. თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა თანამემამულე ლიონელ მესისთან ერთად თამაში. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ლაუტაროს გაყიდვასთან მიდგა საქმე, პანდემიის გამო "ინტერს" მისი გაყიდვა შედარებით დაბალ ფასად მოუწევს, რაც კატალონიელებს აწყობთ.
სერხიო აგუერო
"მანჩესტერ სიტისა" და სერხიო აგუეროს შორის შეთანხმება არ შედგა, რის გამოც 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელი კლუბს უფასოდ დატოვებს.
დიდი ალბათობით, სერხიო "ბარსელონას" შეუერთდება, რადგან ის მესის უახლოესი მეგობარია და მათთვის ერთ კლუბში თამაში ნამდვილად კარგი იქნება.
სერხიოთი ასევე "იუვენტუსია" დაინტერესებული.
მომზადებულია marca-ს მიხედვით