"მესის გადასაბირებლად რომში ფეხით ჩავიდოდი", - ამბობს "რეალის" ექსპრეზიდენტი

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა, რომელსაც ეს პოსტი 2006-09 წლებში ეკავა, "მუნდო დეპორტივოსთან" "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი შეაქო:

"რას ვიზამდი მესის გადასაბირებლად? რასაც გინდათ. რასაც მთხოვდნენ, ყველაფერს ვიზამდი. რომში ფეხით ჩავიდოდი, რათა რომის პაპისთვის დახმარება მეთხოვა და უკან დავბრუნდებოდი.

იმისათვის, რათა "რეალში" გადამეყვანა, ყველაფერს მოვიმოქმედებდი.

რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე შეუძლებელია, რადგან "ბარსელონასთან" მტკიცედაა დაკავშირებული. ამ მიზეზით გადმოვიყვანე რონალდო. მისით დავინტერესდი და ჩემი აკვიატებული იდეა გახდა.

კრიშტიანომ "რეალში" შესანიშნავად ითამაშა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ფეხბურთში მესი და რონალდო გამოჩნდნენ. მათ
ერთმანეთი უკეთესი გახადეს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული