შეურაცხყოფილმა "რეალმა" "კადისი" უპრობლემოდ დაამარცხა

AutoSharing Option
ლა ლიგის 32-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე "კადისს" 3:0 სძლია.

მატჩის წინ "რეალის" ავტობუსს ქუჩაში მეტოქე გუნდის ფანები დახვდნენ, რომლებიც ევროპის სუპერლიგის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და სკანდირებდნენ: "Puta Madrid, puta Real Madrid" (puta - ბოზი).

ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა (ერთი გოლი პენალტით გაიტანა) და ალვარო ოდრიოსილას საგოლე გადაცემა გაუკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 21 გოლია და ბომბარდირ ლეო მესის 2 გოლით ჩამორჩება.

"რეალი" ლიდერ "ატლეტიკოს" დაეწია (რომელიც დღეს "უესკას" შეხვდება) და 24 აპრილს "ბეტისს" უმასპინძლებს.

"სამეფო გუნდი" 30 იანვრის შემდეგ დაუმარცხებელია
- 12 მოგება და 4 ფრე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალს თუ პენალტი არ აჩუქე რაა მამული
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული