მესის დუბლი (უარი ჰეთ-თრიკზე), ორი ავტოგოლი, ორი პენალტი - ბარსამ შვიდგოლა მატჩში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 5:2 დაამარცხა.

თამაშის დაწყების წინ "ხეტაფემ" "ბარსას" თასის მოპოვებასთან დაკავშირებით დერეფანი მოუწყო. სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს ევროპის სუპერლიგის საწინააღმდეგო მაისურები ეცვათ.

მესიმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 25 გოლი და 9 საგოლე პასია და ბომბარდირია. ლეომ პრიმერაზე ზედიზედ მე-12 სეზონში 25+ გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

ამ შეხვედრის კომპენსირებულ დროში მესის ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტის შესრულების უფლება გრიზმანს მისცა.

"ბარსელონას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ბოლო 8 შეხვედრიდან
7 მოიგო, 68 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "რეალს" 2, ხოლო ლიდერ "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება და 25 აპრილს სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - ხეტაფე 5:2
გოლები: 1:0 მესი (8), 1:1 ლანგლე (12, საკ. კარში), 2:1 შაკლა (28, საკ. კარში), 3:1 მესი (33), 3:2 უნალი (69, პენ), 4:2 არაუხო (87), 5:2 გრიზმანი (90+3, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ ჩვენს კომენტატორებს, ნეტავ ვინმემ მიუთითოს და ასწავლოს, რომ ფეხბურთის მიმდინარეობისას, სხვა რამეზე კი არ უნდა ილაპარაკონ და აგვაცდინონ თამაშის ყურებას, არამედ უნდა მიყვნენ თამაშს, სიტუაციას და თვალყური ადევნონ ფეხბურთელების ყოველ ქმედებას. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ავიწყდებათ ჩვენს ქართველ კომენტატორებს და იცით რა ხდება მატჩის მსვლელობისას? კომენტატორები იწყებენ ნებისმიერი ფეხბურთელების თავგადასავლებებს, მათი ბიოგრაფიებების, ისტორიების გარჩევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არ იციან ელემენტარული წესები, მაშინ ან ჩვენ რას გვაწვალებენ და ან თვითონაც რას წვალობენ?!
barsa
16:26 23-04-2021
0
რეალის გულშემატკივარი ვარ მაგრამ მოხარული ვარ რომ მესის მოვესწარი და ლაივშიც მყავს ნანახი, ძალიან დიდი ფეხბურთელია, რომ არა ესეთი ფეხბურთელები რა იქნებოდა ფეხბურთი?
p.s. და რეალი რამხელა გუნდია როცა მესის ეპოქაში 4 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, სასწაულია.
მეგრელი
14:48 23-04-2021
2

სიახლეები პოპულარული