ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ვილიარეალი" 2:1 დაამარცხა.
26-ე წუთზე მასპინძლები ჩუკვუეზემ დააწინაურა, შემდეგ კი გრიზმანმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მის ანგარიშზე ბოლო 3 მატჩში 4 გოლია და კატალონიურ გუნდში ჩემპიონატზე სეზონში პირველად გაიტანა 10+ გოლი.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 65-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "ვილიარეალის" ნახევარმცველი ტრიგეროსი.
"ბარსამ" 32 ჩატარებულ მატჩში 71 ქულა დააგროვა, "რეალს" დაეწია, "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება და 29 აპრილს "გრანადას" უმასპინძლებს.