ლა ლიგის 33-ე ტურში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში ლიდერი "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა.
მერვე წუთზე ანგარიში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ალექს ბერგენერმა გახსნა. 77-ე წუთზე სტეფან სავიჩმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ინიგო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ატლეტიკო" 73 ქულით ლიდერია. 71-71 ქულა "რეალსა" და "ბარსელონას" აქვთ, მაგრამ კატალონიურ გუნდს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში, "ბარსა" ოქროს მედლებს მოიპოვებს.
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც "ვილიარეალთან" დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი
მათ ხელთაა და შანსი არ უნდა გაუშვან.
70 ქულით მეოთხე ადგილზე "სევილიაა" და პრიმერაზე საოცარი ფინიში გველის.