კუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მესიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარმა სტუმრებმა კი მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე შექმნილი ორივე მომენტი გამოიყენეს და გაიმარჯვეს.

"გრანადას" ბურთის ფლობის 17% ჰქონდა და "ნოუ კამპზე" პირველად სძლია "ბარსელონას".

63-ე წუთზე, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელმა კუმანმა მსაჯ ფუერტესთან პროტესტი გამოთქვა და გააძევეს.

ასე რომ, "ბარსელონამ" გალიდერების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მესამე ადგილზე დარჩა და 2 მაისს გასვლაზე "ვალენსიას"
შეხვდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - გრანადა 1:2
გოლები: 1:0 მესი (23), 1:1 მაჩისი (63), 1:2 მოლინა (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა რა ქონდა კოეფიციენტი გრანადას მოგებას,? როცა ბარსელონა 1-0 უგებდა. / დაუმარცხებელი არავინაა, ხდება ასეთი რაღაცეებიც, მაგრამ ძალიან საეჭვოა, მაღალი დონის სპექტაკლი უფრო მგონია მე ეს! უმეტესნაწილად სულ ასე რატო ხდება?
Vasili
30 აპრილი 2021 09:40
3
Fexburtis didi gulshematkivari viyavi sul patara asakidan. 96 clis evropaa pirvelad chems maxsovrobashi,oqros goli finalshi.. Magram dro gadis da interesi mekargeba fexburtze radgan yalbi gaxda. Rogorc tamashi aseve motamasheebi. Sad naxavdi imas rasac exla kadruloben, rivaldom ikadra erti turqettan msoflioze da mteli msoflio lanzgavda. Jerardebi, oliver kanebi da roi kinebi aklia dgevandel fexburts.
Milani
30 აპრილი 2021 10:38
2
"კუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს"

და უნდა გამხდარიყო რო? :)
:)
30 აპრილი 2021 13:51
7
ბარსამ წააგო? ჰმ, 22 კუში ამააგდო და წააგოვო, აზრზე ხართ რას წერთ? აბა გადაამრავლეთ 250 ტიში 22-ზე. რამდენია ? ? ? ეს მე წავაგე და შენ, ბარსას მოგება რომ გვეწერა... ვენდე და ენდე!
კ ო მ ბ ლ ე
30 აპრილი 2021 01:12
4
RaკუᲨი 1.14 კუᲨს ვინ წერს ბაᲨვის გარდა .1.3 ფორაზე ქონდა არაფერ კუᲨები ბარსელონას მესის გრიზმანის და პიკეს გარდა მოᲗამაᲨე აგარ ყავს 2010 წლის ბარსელონა აგებდა ესპანიოლ და Ესეთ გუნდწბᲗან სავსე კამპნოუზე 1-2 და ეხლა რა Გიკვირთ გრანადა არ არის სუსტი Მთელ მსოფლიო ვილიარეალᲗან დადებდა ბარსას მოგებას და რატო იქ არ წააგეს ან ხეტაფეს რო გადაუარეს 3 ბურᲗიანი სხაობიᲗ
Mima
30 აპრილი 2021 12:18
0
სუპერლიგაზე ფიქრობდნენ ალბათ,
და სუპერგრანდი ეგონათ თავი
გვარდიოლაც ვერ უშველით ამათ
ვერც ინიესტა და ვეღარც ხავი...
გიორგი
30 აპრილი 2021 00:08
2
ვერ გავიგე, რა არის გასაკვირი. გრანადამ თბილისის ლოკომოტივს მოუგო ევროპაზე. ბარსელონასთან გაუჭირდებოდა?!
კონსტანტინე
30 აპრილი 2021 20:08
1
1 საათი,ბარსას აბსოლიტური უპირატესობა ჰქონდა,მაგრამ გაუშვა გოლი და ცხვრის ფარად გადაიქცა,ნახევარ საათში,ერთიც ვეღარ დაარტყეს,კარში.სამაგიეროდ თვითონ გაუშვეს მეორე.ამ თამაშმაც აჩვენა,რომ ძალიან ბევრი სუსტი წერტილი აქვს,ბარსას და ღმერთისაგან ბოძებულმა გალიდერების შანსმა,გუნდზე უარყოფითადაც კი იმოქმედა.ეტყობა არ არიან საამისოდ მზად.
სოსო
29 აპრილი 2021 23:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული