
"ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი თავის გუნდს ორ უახლოეს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ჟერარ რომერო "ტვიტერით".
კუმანმა წითელი ბარათი "გრანადასთან" მატჩში მიიღო. მან მეოთხე მსაჯზე თქვა: "ეს რა ტიპია?"
ის "ბარსელონას" 2 მაისს "ვალენსიასთან" და 8 მაისს "ატლეტიკოსთან" შეხვედრებში ვერ უხელმძღვანელებს.