დავბრუნდეთ წყვილის დებიუტში, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ შედგა.. ვარანმა და რამოსმა ერთად პირველად "რაიო ვალეკანოსთან" ითამაშეს, რომელიც "სამეფო კლუბმა" 6:2 იმარჯვა, იმ დროს ფრანგი 18 წლის გახლდათ, თავის მხრივ რამოსი 25 წლის იყო. ამ დღის შემდეგ მათ ყველა შესაძლო ტიტული
ახლა ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, სავარაუდოდ მათი დუეტიც მადრიდელთა კარს აღარ დაიცავს.
სერხიო რამოსს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი კი ჯერ ახალ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან. ლეგენდარული მცველი გუნდს ახლაც ვერ ეხმარება, რადგან მუხლთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და ლაზარეთში იმყოფება.
რაც შეეხება ვარანს, ფრანგ ცენტრალურ მცველსა და "რეალს" ერთმანეთთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს, თუმცა შესაძლოა "თეთრების" ხელმძღვანელობამ რაფაელი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გაასხვისოს..
MARCA-ს ცნობით, მადრიდელები ფიქრობენ, რომ მცველს კარგი შემოთავაზების შემთხვევაში აუცილებლად გაყიდიან. მათ კი ნაჩო, ედერ მილიტაო და გუნდის ახალწვეული დავიდ ალაბა ჩაანაცვლებენ, ისინი ზინედინ ზიდანის გეგმებში ნამდვილად შედიან.
რაც შეეხება შესაძლო ვარიანტებს, უცხოური პრესის ცნობით მიუნხენის "ბაიერნი" ერთერთი მცველის უფასოდ გადმობირებას აუცილებლად შეეცდება.
თუ სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი 2021 წლის ზაფხულში გუნდს დატოვებენ "ბლანკოსის" დაცვა კვალავაც თავდაპირველ დონეზე დაბრუნდება, რაც შეეხება ამ პრობლემის აღმოფხვრას, MARCA-ს ცნობით, მადრიდელები ასევე პაუ ტორესით არიან დაინტერესებულნი.
მომზადებულია MARCA-ს მიხედვით
"არ ვარ მოხარული, როდესაც მოწინააღმდეგე მარცხდება..." - ზინედინ ზიდანი