აზართან ერთად "ბლანკოსი" სხვა ფეხბურთელების გაყიდვასაც შეეცდება.
კონკრეტულად ბელგიელზე რომ ვისაუბროთ, ედენის სიტუაცია სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის კლუბში, როგორც სუპერვარსკვლავი, ისე ჩამოვიდა, თუმცა მისმა გამუდმებულმა ტრავმიანობამ და სხვა არასასიამოვნო გარემოებებმა მისი მადრიდული კარიერა აშკარად ჩააგდო. შეგახსენებთ, "ჩელსიმ" ბელგიელი შემტევი 100 მილიონ ევროდ გაყიდა, "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე კი მის წარდგენას 50 000 გულშემატკივარი დაესწრო.
აზარს თავისი ესპანური კარიერის გამოსასწორებლად ლა ლიგის 4 შეხვედრაღა დარჩა,
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შემდეგ, სადაც "ჩელსიმ" "რეალი" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა, აზარი თავის ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მიულოცა, შემდეგ კი იცინოდა და ერთობოდა, როდესაც მისი თანაგუნდელები "სტენფორდ ბრიჯის" გასახდელში "ცეცხლმოკიდებულები" შერბოდნენ, თუმცა მისი გაყიდვის სურვილი ამ ცუდ მომენტს არ გამოუწვევია, ეს აქამდეც განიხილებოდა.
სინამდვილეში, ედენისგან გუნდის ლიდერობას არავინ ელოდა, რადგან ის არც არასდროს ყოფილა გუნდის წამყვანი ფიგურა (როგორც ლიდერი და არა მოთამაშე) მოედანზე, თუმცა მისი სათამაშო ნიჭიდან და შედეგიანობიდან გამომდინარე, ის მოედანზე ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა, ახლანდელი შემტევი მისი აჩრდილია. არადა, ერთ დროს ბელგიელი პრემიერლიგას აზანზარებდა...
რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, მათი აზრი ორად გაიყო. ერთ მხარე თვლის, რომ ედენი უბრალოდ "ბლანკოსს" ვერ მოერგო, ხოლო დანარჩენები თვლიან, რომ ამ ყველაფერს უმაყურებლო თამაში იწვევს.
რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, ბელგიელი "რეალთან" კონტრაქტით კიდევ 3 წელია დაკავშირებული. ასევე, მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევრომდე დაეცა, რაც ფლორენტინო პერესისთვის საკმაოდ დიდი დანაკარგი იქნება., თუმცა, როგორც ჩანს, ამდენი იმედგაცრუების მოთმენას ესპანელები აღარ აპირებენ და მის გასხვისებას შეეცდებიან.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
აზარი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა