"ბარსას" კეინი სურს, თან ინგლისელობის გამო იწუნებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრფორვარდის შეძენა სურს და ამ "პოზიციაზე" სამი კანდიდატი ჰყავს - ერლინ ჰოლანი, ლაუტარო მარტინესი და ჰარი კეინი.

კატალონიელების პრიორიტეტი 20 წლის ნორვეგიელია, თუმცა "ბარსა" "დორტმუნდის" ფორვარდს ერთადერთ კანდიდატად მაღალი კონკურენციის გამო არ განიხილავს.

"ბლაუგრანას" კიდევ ერთი ფავორიტი "ინტერის" ფორვარდი ლაუტარო მარტინესი გახლავთ, თუმცა ადვილი არც მისი შეძენა იქნება.

კატალონიურ გრანდში ჰარი კეინის გადაბირებაც სურთ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე ვერ შეჯერდა. საქმე იმაშია, რომ "ტოტენჰემისა" და ინგლ
ისის ნაკრების ფორვარდს ეროვნების გამო "იწუნებენ".

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის ორჭოფობის მიზეზი ის გახლავთ, რომ ინგლისელებს ესპანეთში ადაპტაცია უჭირთ და აქამდე მსგავსი მაგალითი ბევრი ყოფილა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად კეინი "ბარსაში" გადასვლის წინააღმდეგი არ არის და კლუბის წარმომადგენლები ინგლისელი ფორვარდის აგენტებს უკვე ესაუბრნენ.

მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას ისეთი სიფათი აქვს რეალში უნდა იყოს
halaMadrid
20:24 10-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული