ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონა" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ლევანტესთან" - 3:3.
"ბარსელონამ" ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, ბოლო ოთხიდან მხოლოდ 1 მოიგო და პრაქტიკულად ჩემპიონატის მოგების შანსი დაკარგა. თუმცა, არც კონკურენტები არიან იდეალურ ფორმაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მასპინძელთა გუნდში ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა გიორგი ქოჩორაშვილი. მან ამ სეზონში პრიმერაზე მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამას გარდა, თასზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
"ბარსა" 76 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო "რეალს" 1 ქულით უსწრებს.
"ატლეტიკო" 13 მაისს "სოსიედადს" უმასპინძლებს, "რეალი" კი 14 მაისს სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება.
ვალენსია. "სიუდადი"
ლევანტე - ბარსელონა 3:3
გოლები: 0:1 მესი (25), 0:2 პედრი (34), 1:2 მელერო (57), 2:2 მორალესი (59), 2:3 დემბელე (64), 3:3 სერხიო ლეონი (83)
მთავარია გიორგი იშრომოს მაქსიმალურად დაანახოს თავის თავი მწვრთნელს ჩადოს მაქსიმუმი და აუცილებად მიიღებს უფრო მეტ დროს და შანს კიდევ აქვს 1 წელი კონტრაქტი ლევანტესთან და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული თავს როგორ წარმოაჩენს წარმატებები გიორგის.