კუმანი: შემდეგი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ

AutoSharing Option
"ლევანტესთან" ლა ლიგის 36-ე ტურში ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

"რაც მოხდა, ამის ახსნა ძნელია. პირველი ტაიმი გუნდმა კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობას მოუკლო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით.

ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ბარსელონაა", 45 წუთში 3 გოლის გაშვება არანორმალურია. ჩვენი მიზანი დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა. როგორც მწვრთნელი, დაკარგულ ქულებზე პასუხისმგებელი ვარ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით.

მწვრთნელის მუშაობას ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ და მესმის, ასეთი მეორე ტიმის შემდეგ ჩემთან კითხვები გექნებათ.
წინ უნდა ვიაროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
Ra gundi iyo arada barselona, milionebs daacyebina fexburtis yureba. Kumans rac sheexeba arvici ravqtva, ori ram aris bolo 100 celicadshi gaurkveveli, kenedi vin mokla da suaresi ratom gaushves. Sheizleba vinme uketesi migyavdes da gaushva fexburteli gundidan magram msgavsi ram? Reals shegzavnili yavs mgoni magat shtabshi vigac
Milani
18:09 12-05-2021
0
ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ დღეს მხოლოდ იმას ვოცნებობ რომ ატლეტიკომ არ წაიფორხილოს და ჩემპიონი გახდეს.
ეს ორი თავგზააბნეული კლუბი, რეალი და ბარსელონა, წელს არ იმსახურებენ ჩემპიონობას, მაგათზე მეტად ამას სევილია და ატლეტიკო იმსახურებენ.
jango
11:57 12-05-2021
3

სიახლეები პოპულარული