კუმანი: შემდეგი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ

AutoSharing Option
"ლევანტესთან" ლა ლიგის 36-ე ტურში ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

"რაც მოხდა, ამის ახსნა ძნელია. პირველი ტაიმი გუნდმა კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობას მოუკლო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით.

ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ბარსელონაა", 45 წუთში 3 გოლის გაშვება არანორმალურია. ჩვენი მიზანი დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა. როგორც მწვრთნელი, დაკარგულ ქულებზე პასუხისმგებელი ვარ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით.

მწვრთნელის მუშაობას ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ და მესმის, ასეთი მეორე ტიმის შემდეგ ჩემთან კითხვები გექნებათ.
წინ უნდა ვიაროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
Ra gundi iyo arada barselona, milionebs daacyebina fexburtis yureba. Kumans rac sheexeba arvici ravqtva, ori ram aris bolo 100 celicadshi gaurkveveli, kenedi vin mokla da suaresi ratom gaushves. Sheizleba vinme uketesi migyavdes da gaushva fexburteli gundidan magram msgavsi ram? Reals shegzavnili yavs mgoni magat shtabshi vigac
Milani
12 მაისი 2021 18:09
0
ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ დღეს მხოლოდ იმას ვოცნებობ რომ ატლეტიკომ არ წაიფორხილოს და ჩემპიონი გახდეს.
ეს ორი თავგზააბნეული კლუბი, რეალი და ბარსელონა, წელს არ იმსახურებენ ჩემპიონობას, მაგათზე მეტად ამას სევილია და ატლეტიკო იმსახურებენ.
jango
12 მაისი 2021 11:57
3
იცი რაშია საქმე? იმ ავად სახსენებელი უთანხმოებების და კერძოდ ბართომეუს არეულ დარეული "შავი საქმეების" მერე, რომელსაც პირადად ლეო მესის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიწირა, ამის მერე კიდევ კარგად ამოქაჩეს ბარსას ფეხბურთელებმმა. მე პირადად არ ვეკუთვნი იმ "ვითომ ფანების" კატეგორიას, რომლებიც მოგების მერე, ყიჟინას სცემენ და წაგების მერე კი მიწასთან ასწორებენ გუნდს. პირიქით რანაირადაც არ უნდა ითამაშონ, ყოველთვის მათ გვერდით ვარ და ვიქნები ბოლომდე. ეხლა გინდა ბრმად მიმდევარი გულშემატკივარი დამიძახეთ, გინდ ფანატიკოსი, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს.
barsa mesi.
12 მაისი 2021 17:30
0
კუმან ბარსა კი მოემზადება მაგრამ შენ ბარგის ჩალაგებისთვის არ ემზადები ნეტა?!უმოტივაციო ლევანტეს ვერ უგებ,თან 0-2 დან ამოგიქაჩეს,მივულოცოთ ატლეტიკოს,ვიღაცა ხო უნდა გახდეს ჩემპიონი არც ბარსას და არც რეალს ეს არ დაუმსახურებიათ,ატლეტიკო ძაან მოეშვა თორემ 5-6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი,ისე რამოდენიმე წლის წინ მახსოვს ზუსტად ეს სამეული იბრძოდა ჩემპიონობისთვის (სევილიას გამოკლებით) და 3-4 ტური ზედიზედ ასე თამაშობდა ეს სამეული ან ყველა იგებდა ან ვერცერთი,საკაიფო სპექტაკლი დადგეს მაშინ,ბოლო ტურში დაჟე ბარსამ დეპორტივოს მისცა თამაში 10 კუშიანი არ მახსოვს ეყო თუ არა მაშინ დეპორს გადასარჩენად,მოკლედ ფული და სანახაობაო,მაგრამ მგონი მხოლოდ ფული დარჩა ამ ფეხბურთში
გულშემატკივარი
12 მაისი 2021 05:01
3

სიახლეები პოპულარული