"რეალის" მცველი მარსელო "გრანადასთან" ლა ლიგის 36-ე ტურში ვერ ითამაშებს.
Goal-ის ცნობით, მან მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან დაცვის თამაშის ტაქტიკურ ნიუანსებზე იკამათა და "გრანადასთან" მატჩის განაცხადიდან გამოიყვანეს.
მომავალი შეხვედრის წინ "სამეფო გუნდს" მხოლოდ ოთხი მცველი ჰყავს, რომელთაგან ერთი "კასტილიას" ფეხბურთელია.
ამ სეზონში 33 წლის მარსელომ ჩემპიონატის 15 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.