"ბარსელონას" თვითგანადგურება MARCA-ს ვერსიით

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" სეზონის მიმდინარეობისას უამრავი შეცდომა დაუშა, ბოლო დროინდელმა კრიზისმა ლა ლიგის მოგების შანსი გააქრო, არადა აღსანიშნავია, რომ კატალონიელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულები. 

"ბლაუგრანამ ბოლო 12 ქულიდან მხოლოდ 5-ის აღება მოახერხეს, ესპანურმა MARCA-მ კი გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

გადაღლილობა

გადაღლილობამ, რა თქმა უნდა, თავისი საქმე გააკეთა, რაც მთავარმა მწვრთნელმა, რონალ კუმანმაც დაადასტურა. 

გაშვებული შანსები

"ბლაუგრანას" სამი შანსი ჰქონდა, რათა ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. კატალონიელეებმა რამდენიმე ტურის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება ვერ შეძლეს, რითაც
საკუთარ თავს თვითონვე გამოუტანეს განაჩენი. 

აზროვნება და ფსიქოლოგიური მდგომარეობა

გასულ ტურში "ლევანტესთან" შეხვედრაში არაერთგზის ჩემპიონის გუნდში არსებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოჩნდა. ამრიგად, ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ის ცივსისხლიანობა რაც ამ გუნდს გააჩნდა.

ტრავმები

რა თქმა უნდა, გამუდმებული ტრავმების გამო რთულია წარმატების მიღწევა, მაგალითად, "ბარსელონას" ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, ხერარდ პიკე და რონალდ არაუხო სეზონის დასკვნით ფაზაში არ ჰყავდა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა მათ თამაშს დაღი დაასვა.

გოლების გაშვება

კატალონიელები როგორც წესი სეზონის დასკვნით ნაწილს კარგად ატარებენ, თუმცა ამჯერად ეს არ გამოვიდა. მათ 36 თამაშში ამდენივე გოლი გაუშვეს, რაც ტიტულისთვის მებრძოლი გუნდისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 

ინდივიდუალური შეცდომები

ფეხბურთელებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, მაგალითად, კლემან ლენგლემ სეზონის მიმდინარეობისას არაერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის გამოც გულშემატკივრებისგან წყენა და გაღიზიანება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჯოხი მხოლოდ ლენგლეზე არ ტყდება. 

ეფექტურობა

ბარსელონელებმა მიმდინარე სეზომში 7 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია მაჩვენებელია.

როტაცია

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყველაზე ხშირად გუნდის ერთ ბირთვს ტვირთავს, რაც საბოლოოდ გადაღლილობას იწვევს, ამიტმ აუცილებელია როტაცია, რაც გამუდმებული ტრავმიანობის ფონზე საკმაოდ რთულია. 

წყარო: marca

alt"მხარი არც არავინ დამიჭირა..." - ჟერემი მატიე კლემან ლენგლეს გამოექომაგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსა დაღუპა ორმა სირინოზმა- პრეზიდენტმა და მწვრთნელმა. სუარესის გამგდებს სხვა რა უნდა დაუძახო?
რაულ გონსალეს ბლანკო
16:26 15-05-2021
1
ამ ჟურნალისტებმმა, ხომ შეუკიკინეს ბარსას. მარტო ბარსა, რომ გყავთ ამოჩემებული, ცოტა სხვა გუნდებისკენაც გაიხედეთ.
ბარსა
12:51 15-05-2021
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული