"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა ლა ლიგას უკანასკნელ ტურში "ვილიარეალთან" დისკომფორტის გამო ვერ ითამაშა. As-მა 30 წლის ბელგიელის სატრანსფერო თანხის მიხედვით გამოითვალა, თუ რამდენი დაუჯდა "სამეფო კლუბს" მისი ყოველი სათამაშო წუთი და საშუალოდ ერთი გოლი.
"რეალმა" აზარი 2019 წელს "ჩელსისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, თანაც აქ ბონუსები არაა გათვალისწინებული. გადახდილი თანხა 5 წელზე გაყვეს (40 მილიონი უკვე გადახდილია). ფეხბურთელის წლიური ხელფასი გადასახადების და კორონავირუსის გამო გასამრჯელოს 10%-ით შემცირების გარეშე 30 მილიონია.
აზარის სათამაშო დროის ყოველი 1 წუთი "რეალს" 39 400 ევრო დაუჯდა.
ვერაფერს იტყვი, მართლაც ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ამ შემთხვევაში სიამოვნებისა რა მოგახსენოთ.