"ლოს ბლანკოსში" გატარებული ორი წლის შემდეგ ედენმა მასზე ნაკისრი მოლოდინი ვერ გაამართლა, მიიღო უამრავი ტრავმა და გამოტოვა დიდი რაოდენობით შეხვედრა.
როგორც ჟურნალისტმა ედე აგუირემ ესპანურ სატელევიზო გადაცემა El Chiringuito-სთან ისაუბრა, აზარი თავის საუკეთესო მხარეს "რეალის" რიგებში ვერ აჩვენებს. ამიტომ შესაძლოა ბელგიელი "ჩელსის" გზას დაადგეს. გუნდში კილიან მბაპეს შესაძლო მოსვლის შემდეგ კი შემტევს, ფაქტობრივად, სათამაშო დრო გაუქრება.
"სამეფო კლუბის"
პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აზარისთვის 2024 წლამდე გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასის გადახდა არ სურს. შეგახსენებთ, ედენი "თეთრებმა" 2019 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, გამართა 43 შეხვედრა, გაიტანა 5 გოლი.
მომზადებულია marca-ს მიხედვით