მშვიდობით, ზიზუ - "რეალს" ალეგრი ჩაიბარებს

AutoSharing Option
სეზონის ტიტულის გარეშე დასრულებას არ აპატიებენ "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს და სამუშაოდან დაითხოვენ, - ირწმუნება El Partidazo de COPE.

გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ "სამეფო კლუბი" ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაცხადებს.

ზიდანს დროებით უმუშევარი მასიმილიანო ალეგრი შეცვლის, რომელიც იქამდე "მილანსა" და "იუვენტუსს" ედგა სათავეში.

ალეგრის სერია A-სა და პრემიერლიგის გუნდები იწვევდნენ, ინგლისურის სწავლაც დაიწყო, მაგრამ აბა, "რეალის" მწვრთნელობაზე როგორ იტყოდა უარს?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ალეგრი არ არის ცუდი სპეციალისტი, მაგრამ ზიდანმა თავის ხუთი თითივით იცის რეალი და უაზრობა იქნებოდა მისი გაშვება, მითუმეტეს პანდემიის და ამდენი ტრამვების პირობებში გუნდმა ორივე ტურნირზე ბოლომდე იბრძოლა, რაც უდავოდ ზიდანის დამსახურებაა
მამუკა
21:06 25-05-2021
6
აბა ვნახოთ ალეგრი თუ შეძლებს სამ წელიწადში სამი ჩემპიონთა ლიგის მოგებას.ზიზუმ როცა მოიგო სამჯერ ფლომ უთხრა რომ სამუდამო კონტრაქტი გაქვსო.ამ შემადგენლობით სადაც დაცვა საერთოდ არა გყავს,როგორ გინდა მოიგო.
5

სიახლეები პოპულარული