"ბარსელონამ" თავდამსხმელ ლეო მესის ათწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, - იტყობინება კატალონიის რადიო.
გამოცემის მტკიცებით, მესი კიდევ ორ სეზონს "ბარსაში" გაატარებს, შემდეგ კატალონიური კლუბის ელჩის რანგში აშშ-ში სამი წელი იასპარეზებს, ბოლოს უკან დაბრუნდება და კლუბში ხუთი წლით ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.
რადიო აღნიშნავს, რომ "ბარსელონა" ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
33 წლის მესი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება.