ვინ დარეკავს პირველი - რამოსი თუ პერესი

AutoSharing Option
6 თვის განმავლობაში სერხიო რამოსისა და "რეალის" ურთიერთობა კითხვის ნიშნებს ბადებდა. გადიოდა კვირები, მხარეები კი კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამოსი კლუბს აუცილებლად დატოვებდა, ხოლო ხელმძღვანელობა გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გაუმართავდა, თუმცა დღეს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "თეთრების" ამჟამინდელი კაპიტანი მადრიდულ კლუბთან კოტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს. 

აღსანიშნავია, რომ სერხიო ლუკა მოდრიჩთან ერთად ხელფასს 10%-ით დაიკლებს. 

დაცვითი თავსატეხი

ჯერჯერობით უცნობია რაფაელ ვარანის "ბლანკოსური" ბედი, დარჩება თუ არა ფრანგი მცველი გუნდში, თუმცა კარლო ანჩელოტის ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი საფიქრალი ექნება, რადგან კლუბში ვარანთან ერთად დავიდ ალაბა,
ნაჩო, ედერ მილიტაო და სერხიო რამოსი (ჯერ კიდევ) ირიცხებიან. ამრიგად, დაცვის ცენტრის დაბალანსებასთან დაკავშირებით იტალიელ სპეციალისტს სერიოზული საფიქრალი ელის, თუ ვის უნდა ენდოს და ვინ უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რეალი" რამოსის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას ამზადებს


მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი გაიძვერაა ეს პერესი, არც შინაური იცის და არც გარეული, გუნდის ლეგენდებს ისე ექცევა თითქოს გასახდელის დამლაგებლები იყვნენ
მამუკა
05:16 10-06-2021
0
პერეს, იჯიგრე ერთხელ მაინც
ლევან
20:21 09-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული